Wednesday, March 28, 2012

საინტერესო ცნობები პელმენზე




1. თურმე პელმენი ისეთივე აუცილებელია ჩინეთის საახალწლო სუფრაზე, როგორც საქართველოში - გოზინაყი. ჩინეთის პელმენი - გიაო ზი, რომელიც ასე ითარგმნება: "გძინავთ ერთად - გყავთ ბევრი შვილი", ჩინელთა თქმით  გამოხატავს ოჯახურ კეთილდღეობას.




2. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პელმენი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნიუ ოკრში,  ბრონქსის რაიონში,  რუსი ემიგრანტების რესტორან “Golden Gates”-ში.  მისი უნიკალურობა მდგომარეობს მის შემადგენლობაში, გარდა ხბოს, ორაგულის და ღორის ხორცისა, მასში შედის ღრმა წყალში მცხოვრები თევზი-ჩირაღდანის (Curtius Flame Fish) ჯირკვალი. რის შედეგადაც პელმენები ასხივებენ არაამქვეყნიურ მოლურჯო-მწვანე ფერს. ეფექტი შესამჩნევია არა მარტო სიბნელეში, არამედ ზომიერი განათების დროსაც. მიუხედავად ეფექტური ფოსფორისტენციისა, პელმენი აბსოლიტურად უსაფრთხო და გემრიელია. 8 პელმენისგან შემდგარი ულუფა $2400 ღირს, 16 პელმენისგან კი – $4400.


3. გინესის რეკორდების წიგნში პელმენი 2010 წლის 4 ნოემბერს შევიდა. როდესაც ქალაქ ეკატერინებურგში მოხალისეებმა გიგანტური პელმენი გააკეთეს. მისი წონა 50 კილოს აღემატებოდა.
 პელმენი 20 კილოგრამიანი ცომისა და 30 კილოიანი შერეული ხორცისგან (საქონელი, ღორი) მომზადდა, რომელიც საათნახევარი 800 ლიტრიან ჭურჭელში იხარშებოდა. მის ამოსაღებად კი სპეციალური ამწე დაიქირავეს.

Tuesday, March 27, 2012

პელმენის ისტორია

პელმენის წარმოშობის ისტორია

მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ ქვეყანას, სადაც სამზარეულოში არ მზადდება ცომში გახვეული ფარშის რაიმე სახეობა, მაგრამ იგი ყველგან თავისებურადაა წარმოდგენილი. ასეთ უნიკალურ კერძს მიეკუთვნება პელმენი.
 თითქმის ყველა ერს აქვს პელმენის მომზადების თავისებური ვარიანტი. სადაც არ არის, იქ ყოველთვის ცდილობენ შეიტანონ და თავისებურად გადააკეთონ.
 პელმენის წარმოშობის ისტორია კი საკმაოდ ჩახლართულია სხვადასხვა ქვეყანაში. ზოგი ამტკიცებს რომ პელმენი არის რუსული წარმოშობის, ასევე ვარაუდობენ რომ იგი უკრაინული კერძია, ზოგის თქმით კი პელმენი ციმბირული საკვებია. მაგრამ ისტორიული ფაქტების გათვალისწინებით სიმართლესთან ახლოს არის ვერსია რომელიც ვარაუდობს რომ პელმენის სამშობლო არის ჩინეთი, სადაც დამპლინგების დიდი ტრადიციაა და თავდაპირველად უწოდებნდენ გიაო ზი-ს (цзяо цзы). ჩინეთიდან კი გავრცელდა რუსეთში როგორც პელმენი, შუა აზრიაში - ჩუჩვარა და კავკასიაში კი როგორც დუშბარა.
 ისტორიკოსთა თქმით, XIII საუკუნის მონღოლ დამპყრობთა ლაშქრობების შემდეგ გასცდა პელმენი ჩინეთის საზღვრებს. 
 კერძის სახელწოდება - პელმენი მიღებულია pel'nyan' (პელნიან)-ისგან, რაც სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება: " ყურის პური".
გიაო ზი