Wednesday, March 28, 2012

საინტერესო ცნობები პელმენზე




1. თურმე პელმენი ისეთივე აუცილებელია ჩინეთის საახალწლო სუფრაზე, როგორც საქართველოში - გოზინაყი. ჩინეთის პელმენი - გიაო ზი, რომელიც ასე ითარგმნება: "გძინავთ ერთად - გყავთ ბევრი შვილი", ჩინელთა თქმით  გამოხატავს ოჯახურ კეთილდღეობას.




2. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული პელმენი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნიუ ოკრში,  ბრონქსის რაიონში,  რუსი ემიგრანტების რესტორან “Golden Gates”-ში.  მისი უნიკალურობა მდგომარეობს მის შემადგენლობაში, გარდა ხბოს, ორაგულის და ღორის ხორცისა, მასში შედის ღრმა წყალში მცხოვრები თევზი-ჩირაღდანის (Curtius Flame Fish) ჯირკვალი. რის შედეგადაც პელმენები ასხივებენ არაამქვეყნიურ მოლურჯო-მწვანე ფერს. ეფექტი შესამჩნევია არა მარტო სიბნელეში, არამედ ზომიერი განათების დროსაც. მიუხედავად ეფექტური ფოსფორისტენციისა, პელმენი აბსოლიტურად უსაფრთხო და გემრიელია. 8 პელმენისგან შემდგარი ულუფა $2400 ღირს, 16 პელმენისგან კი – $4400.


3. გინესის რეკორდების წიგნში პელმენი 2010 წლის 4 ნოემბერს შევიდა. როდესაც ქალაქ ეკატერინებურგში მოხალისეებმა გიგანტური პელმენი გააკეთეს. მისი წონა 50 კილოს აღემატებოდა.
 პელმენი 20 კილოგრამიანი ცომისა და 30 კილოიანი შერეული ხორცისგან (საქონელი, ღორი) მომზადდა, რომელიც საათნახევარი 800 ლიტრიან ჭურჭელში იხარშებოდა. მის ამოსაღებად კი სპეციალური ამწე დაიქირავეს.

No comments:

Post a Comment